четверг, 9 июля 2015 г.

დღე მერვე

 დღეს განვიხილეთ მე-6 მოდულის 1, 2 და 3 აქტივობები. გავეცანით დიფერენცირებული სწავლების ნიმუშებს, ფასილიტაციას პროექტში. განვიხილეთ ჯგუფების შექმნა და ჯგუფების დაყოფა. ჩვენი მოსწავლის ნიმუში გადავაკეთეთ ფასილიტაციის ნიმუშად.
დავალებად გვაქვს, რომ პროექტთან დაკავშირებული მასალა მოვაწესრიგოთ და მოვაწყოთ ჩვენი ნამუშევრების პრეზენტაცია ტრენინგის ბოლო დღეს.

вторник, 7 июля 2015 г.

დღე მეშვიდე

 დღეს განვიხილეთ მე-5 მოდულის აქტივობები. განვიხილეთ შეფასების რუბრიკა, შემდეგ Google-ის ფორმაში შევქმენით შეფასების ფორმა.  შევქმენით ვიცი-მინდა ვიცოდე-ვისწავლე ცხრილი, ასევე კითხვარიც, რომელიც გადავუგზავნეთ გიორგის.
განვიხილეთ კოლაბორაციული და პრეზენტაციის შეფასების რუბრიკები. ვისწავლეთ გამოთვლის სქემა როგორ მუშაობს.
დღის ბოლოს მივიღეთ დავალება : 1. პრეზენტაციის checklist-ის მეშვეობით შექმენით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი (პრეზენტაცია); 2.შექმენით კოლაბორაციული შეფასების რუბრიკა და პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა მოსწავლის სავარაუდო ნაშრომისთვის.

пятница, 3 июля 2015 г.

დღე მეექვსე

დღევანდელი დღე საინტერესო და ბევრი ინფორმაციის მომცემი იყო ,როგორც ყოველთვის.

 დღეს მოვისმინეთ რამდენიმე პრეზენტაცია. განვიხილეთ მოდული 3. ასევე განვიხილეთ  რა არის საავტორო უფლებები. შევედით პრეზენტაციის პროცედურებში. შემოწმდა საშინაო დავალება. დავასრულეთ  ბროშურაზე მუშაობა.გადავედით ახალ მასალაზე-მოდული 3, კავშირები,პროექტებით სწავლება - კომპიუტერის გამოყენება,საავტორო უფლებები. 

четверг, 2 июля 2015 г.

დღე მეხუთე


  • დღის დასაწყისში ჩვენ წარვადგინეთ პრეზენტაციები, მივიღეთ მითითებები, რომელიც დამეხმარება გამოვასწორო შეცდომები და სრულყოფილი გავხადო ჩემი ნამუშევარი.
  • გავეცანით ახალ მასალას (მოდულ 3), 
  • მივიღეთ დავალება, რომ დავასრულოთ ბუკლეტისა და სასწავლო გეგმის გაკეთება. 

понедельник, 29 июня 2015 г.

დღე მეოთხე

დღეს განვიხილეთ დაწვრილებით შეფასების რუბრიკები და სტრატეგიები. დავიწყე Power Point-ში პრეზენტაციის გაკეთება.დავასრულე ბროშურაზე მუშაობა. ბლოგზე უნდა დავდო მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები.დავასრულოთ პრეზენტაციის აგება powerpoint-ში.ასევე დავამატოთ პროექტის სტრატეგიები და მეთოდები გეგმაში.
 მომავალ შეხვედრამდე.
                         

ზოგადი

თემატური

შინაარსობრივი კითხვები

შინაარსობრივი კითხვები თემის შესახებ:

  •       რომელი მუზეუმები ვიცით მსოფლიოში?
  •        რომელ ქვეყანაში მდებარეობს შემდეგი მუზეუმები: ლუვრი, პრადო, ერმიტაჟი, გუგენჰაიმი?
  •         რა სახის მუზეუმები ვიცით?
  •     რას ნიშნავს ექსპოზიცია?
  თემატური კითხვები:

  •        რომელი მუზეუმი არის გამორჩეული მსოფლიოში და რითი?
  •         როგორ იქმნებოდა მუზეუმები?
  •         როგორ იცავენ ექსპონატებს მუზეუმებში?
ზოგადი კითხვები:

  •                    სჭირდება თუ არა მუზეუმს განსაკუთრებული შენობა, თუ ის ნებისმიერ                ნაგებობაში შეიძლება განთავსდეს? 
  •         როგორ შევინარჩუნოთ ძველი კულტურის ელემენტები?

воскресенье, 28 июня 2015 г.

დღე მესამე

დავიწყე ბროშურის შაბლონის შევსება, გადავაგზავნე ჩემს მაილზე, სახლში დასამთავრებლად.
ბლოგზე შევქმენით ორი გვერდი: მთავარი და ჩემ შესახებ, სადაც განვათავსეთ ჩვენი პირადი მონაცემები.

среда, 24 июня 2015 г.

დღე მეორე

გავაგზავნე ჩემი ბლოგის მისამართი,გავეცანი  თუ როგორ განვათავსო სტატიები ბროშურაში სტატიის დაგეგმვა




c   როგორ გამოიყენება პროექტები ჩემს კლასში
c   მოსწავლეთა როლების განაწილება პროექტში და დავალებები, რომლებიც შეიძლება მოსწავლეებმა შეასრულონ
c   რა სარგებლობა მოაქვთ პროექტებს
c   როგორ შეესაბამება პროექტები სტანდარტებს
c   რისი მოლოდინი შეიძლება ჰქონდეთ მოსწავლეებს მას შემდეგ, რაც პროექტი დაიწყება
c   როგორ ფასდება პროექტი
c   გამოსაყენებელი სურათები:______________________________________________________________
c   სხვა:___________________________________________________________________________________________________________________________________________

დღე პირველი

განვიხილეთ ელექტრონული ფოსტა,გავიხსენეთ ფოსტით წერილების გაგზავნა,მოვიფიქრეთ პროექტის სახელწოდება,გავეცანით სხვადასხვა ბლოგებს.